საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

MBC-ის მიერ სოციალური საწარმო "ღია სივრცისთვის" ვიზუალური ბრენდინგის დოკუმენტი მომზადდა

25/04/2023 – 26/06/2023

პრო ბონო კომპანია: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"

ბენეფიციარი: სოციალურ საწარმო „ღია სივრცე“

საჭიროების აღწერა: ღია სივრცე“ ოზურგეთის მდებარე, ახლად შექმნილი სოციალური საწარმოა, რომლის მისია - ორგანიზაციული განვითარება და მდგრადობის ხელშეწყობაა ადგილობრივი ახალგაზრდების განათლების, პროფესიული განვითარების, შემეცნების, თვითრეალიზაციის და თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ღია სივრცე სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული ფიზიკური სივრცეა სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ თავშეყრის ადგილად, დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები ან, უბრალოდ, გაერთონ თანატოლებთან. ახლად დაფუძნებულ საწარმოს ესაჭიროებოდა ბრენდინგი.

ჩატარებული სამუშაო:

თანამშრომლობა „ემ ბი სი“ - სა და სოციალურ საწარმოს შორის 2023 წლის 25 აპრილს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. ვიზუალურ ბრენდინგზე „ემ ბი სის“ თანამშრომელმა - გრაფიკული დიზაინის უფროსმა სპეციალისტმა, მარიამ პაპუაშვილმა იმუშავა. პროექტის ფარგლებში კომპანიის მხრიდან საერთო ჯამში დაიხარჯა 48 პრო ბონო საათი.

პრო ბონო მედიაციის შედეგი: პრო ბონო პროექტის ფარგლებში მომზადდა: ორგანიზაციის საპრეზენტაციო მასალა, განისაზღვრა ფერთა პალიტრა, მომზადდა ლოგო, სოციალური მედიისთვის შეიქმნა ქავერები.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.