საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი Ms Office ექსელის შესახებ, 2023 წლის მაისი
პრო ბონო კომპანია: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"
ბენეფიციარი: სათემო და რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები
სათემო ორგანიზაციები გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.
საჭიროების აღწერა:
სათემო ორგანიზაციები წარმოადგენენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციალურ პროექტებს. მათი ფინანსური შემოსავალი მეტ წილად დამოკიდებულია საგრანტო პროექტებზე, რომლის განუყოფელი ნაწილია ბიუჯეტი. როგორც წესი ბიუჯეტის ფაილი მზადდება MS Excel პროგრამაში, ვებინარის თემატიკა და საკითხები განისაზღვრა სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების სპეციფიკიდან გამომდინარე და მოერგო მათ საჭიროებებს.
ჩატარებული სამუშაო:
2023 წლის 10, 18 და 24 მაისს, კომპანია ემბისიმ ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის, თემაზე Ms Office ექსელი. შეხვედრებს უძღვებოდნენ გიგლა პაპალაშვილი - საკრედიტო ადმინისტრირების მენეჯერი და ნიკოლოზ გულუაშვილი - საკრედიტო ადმინისტრირების სპეციალისტი. სასწავლო პროგრამა სრულად აგებული იყო პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე, რომლის დროსაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ექსელი სხვადასხვა ინსტრუმენტების, ფუნქციების და ფორმულების შესახებ.
პრო ბონო მედიაციის შედეგი: 3 დღიანი პრო ბონო ვებინარი თემაზე Ms Office ექსელი.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.