საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში, 2019 წელი

პრო ბონო კომპანია: მისო "ემ ბი სი"

ბენეფიციარი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარება" წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. ორგანიზაციის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები, ა.შ. სხვადასხვა სემინარებისა და ღონისძიებების ჩატარებით, ორგანიზაცია ცდილობს მათი ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ეხმარება მათ სხვადასხვა საკითხების ადვოკატირებაში შესაბამის ორგანიზაციებთან.

საჭიროების აღწერა:

ორგანიზაციას არ გააჩნდა ლოგო, რომელსაც გამოიყენებდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის დროს და ორგანიზაციის ცნობადობისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციის ორგანიზებით იგეგმებოდა აზალგაზრდული ფესტივალის ჩატარება, რომლისთვისაც სჭირდებოდათ მარკეტინგული მასალის დიზაინის შექმნა, კერძოდ: ფლაერის, ბანერის და პოსტერის.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე კომპანია "ემ ბი სიმ" დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ემბისის მარკეტინგის გუნდსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის. შეხვედრის დროს მოხდა ბენეფიციარი ორგანიზაციის საქმიანობის და პრო ბონო საჭიროებების გაცნობა პრო ბონო კონსულტატებისთვის. შეხვედრის შემდეგ განისაზღვრა სამუშაო გეგმა და შესრულების თარიღები. გეგმის შესაბამისად, გაგრძლედა ონლაინ კომუნიკაცია ბენეფიციარ ორგანიზაციას და ემბისის მარკტეგინგის გუნდს შორის, რომლის შედეგად შეიქმნა სხვადასხვა მარკეტინგული მასალები ბენეფიციარი ორგანიზაციისთვის.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

  • შეიქმნა ორგანიზაციის ლოგო "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისათვის";
  • შეიქმნა ორგანიზაციის ბანერის დიზაინი;
  • შეიქმნა ორგანიზაციის ფლაერის და პოსტერის დიზაინი;

გთოვთ, იხილოთ შექმნილი მარკეტინგული მასალები აქ.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.