საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო მასტერკლასი თემაზე სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები, 20 ივლისი, 2021 წელი
პრო ბონო კომპანია: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"
ბენეფიციარი: თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი
თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში.
სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.
საჭიროების აღწერა:
თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარ ჯგუფს წარმოადგენს დასაქმების მაძიებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო და სასურველ ორგანიზაციებში თუ ბიზნეს კომპანიებში. იმისთვის, რომ ცენტრის ბენეფიციარებს გაუადვილდეთ შრომით ბაზარზე სამუშაოს მოძიება და ინტეგრაცია, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აღნიშნულ ბენეფიციარებს სთავაზობს ტრენინგების მოდულს თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები".
ჩატარებული სამუშაო:
2021 წლის 20 ივლისს, მიკროსაფინანსო ორგანაზაცია "ემ ბი სის" ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მაგდა ტყეშელაშვილი ესტუმრა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს და ჩაატარა პრო ბონო ტრენინგი დასაქმების მაძიებელი ადამიანებისთვის თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო ტრენინგი თემაზე: სამუშაოს მოძეიბის უნარები და გასაუბრების ტექნიკები
მედიატორი:
პრო ბონო ტრენინგს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.