საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო მასტერკლასი თემაზე სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები, 24 ოქტომბერი, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: Policy and Management Consulting Group - PMCG

ბენეფიციარი: თეთრიწყაროს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი

თეთრიწყარო სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.

საჭიროების აღწერა:

თეთრიწყაროს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარ ჯგუფს წარმოადგენს დასაქმების მაძიებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო და სასურველ ორგანიზაციებში თუ ბიზნეს კომპანიებში. იმისთვის, რომ ცენტრის ბენეფიციარებს გაუადვილდეთ შრომით ბაზარზე სამუშაოს მოძიება და ინტეგრაცია, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აღნიშნულ ბენეფიციარებს სთავაზობს ტრენინგების მოდულს თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები".

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 24 ოქტომბერს, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ადამიანური რესურსების მენეჯერმა - ხათუნა გუჯაბიძემ ჩაატარა პრო ბონო ტრენინგი თეთრიწყაროს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ბენეფიციარებისათვის თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ტრენინგი თემაზე: სამუშაოს მოძეიბის უნარები და გასაუბრების ტექნიკები

პრო ბონო ტრენინგი ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.

2021 წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.

მედიატორი:

პრო ბონო ტრენინგს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.