საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი Microsoft Teams-ის შესახებ, 2020 წელი
პრო ბონო კომპანია: პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი PMCG
ბენეფიციარი: ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები
საჭიროების აღწერა:
კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ორგანიზაციები ბევრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგაზაციები, რომლებიც იძულებული გახსნენ ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადასულიყვნენ და სჭირდებოდათ საუკეთესო მეთოდის შერჩევა, როგორ მოახერხებდნენ საკუთარი ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაგრძელებას და დახმარებას პანდემიის პერიოდში.
აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესში გამოვლინდა კომუნიკაციის ონლაინ პლატფორმების მიმართ დაინტერესება. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ პლატფორმები ყველასთვის ახალი ხილი იყო და შესაბამისად, ცნობადობა და ცოდნა ამ კუთხით, საკმაოდ ბუნდოვანი იყო, პრო ბონო ქსელის წევრმა კომპანიამ PMCG-იმ გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა და ექსპერტიზა გაეზიარებინა საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის.
საკონსულტაციო კომპანია PMCG დიდი ხანია ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა - Microsoft Teams იყენებს კომპანიის შიდა კომუნიკაციისთვის და ეფექტური მუშაობის მიზნით და ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს.
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა 2020 წლის 29 აპრილს. ვებინარს ესწრებოდა 15-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი. ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი თემები: პლატფორმაზე დარეგისტრირება, ძირითადი ფუნქციები, უპირატესობები სხვა ონლინ პლატფორმებთან შედარებით, ა.შ.
მედიატორი:
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.