საუკეთესო მაგალითები   -  მარათონები

საქართველოს პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი 2019

2019 წლის 20 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით, გაიმართა პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი.

მარათონის ფარგლებში, პრო ბონო ქსელის წევრმა და პარტნიორმა 6 ბიზნესს კომპანიის თანამშრომლებმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების Facebook გვერდებზე იმუშავეს სრულიად უსასყიდლოდ. მარათონს წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავდა ბენეფიციარ ორგანიზაციებს და პრო ბონო კომპანიებს შორის შეხვედრებს, რათა გამოევლინათ სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საჭიროებები და პრობლემები. მარათონის მსვლელობისას კი სოციალური მედიის მენეჯერების, დიზაინერების და მარკეტინგის მენეჯერებისაგან შემდგარმა 6 გუნდმა იმუშავა 6 სოციალური საწარმოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სოციალური მედიის (Facebook) გვერდის მოსაწესრიგებლად.

მონაწილე ბიზნეს კომპანიები:

  • საკონსულტაციო კომპანია "Profit Lab"

    პრო ბონო მარათონის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია Profit Lab-მა იმუშავა სათემო ორგანიზაცია "აისის" Facebook გვერდზე. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: შეიქმნა ორგანიზაციის Facebook გვერდი, ლოგოტიპი, პროფაილ და ქავერ ფოტოები, დაიხვეწა ორგანიზაციის "About" სექცია, შეიქმნა ერთი თვის განმავლობაში სოციალურ გვერდზე განსათავსებელი სამი პოსტი (ტექსტური და ვიზუალური მასალა) სხვადასხვა თემატიკაზე, ა.შ. ორგანიზაციის ვებგვერდი

  • ფინკა ბანკი

    ფინკა ბანკმა იმუშავა სოციალური საწარმო "თლილის' Facebook გვერდზე. კონსულტაციის პროცესში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: განისაზღვრა სოციალურ ქსელში კომუნიკაციის სტრატეგია, შეიქმნა სარეკლამო პოსტები ერთი თვის განმავლობაში განსათავსებლად, საწარმომ მიიღო რეკომენდაციები FB მაღაზიის შექმნის და პროდუქციის გაყიდვების შესახებ, დაიხვეწა FB-ის "About" სექცია, ა.შ. ორგანიზაციის ვებგვერდი

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"

    პრო ბონო მარათონის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ემ ბი სი იმუშავა სოციალური საწარმოს პოტერიას Facebook გვერდზე და ასევე, შექმნა ლოგო საწარმოსთვის. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: შეიქმნა ლოგოტიპები, შეიქმნა პროფაილ და ქავერ ფოტოები სოციალური ქსელისთვის, შემუშავდა სოციალურ ქსელში სამოქმედო გეგმა, ა.შ. ორგანიზაციის ვებგვერდი.

  • პაშა ბანკი

    პაშა ბანკმა სოციალური საწარმოს "იალონის" Facebook გვერდზე იმუშავა. პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში, მოწესრიგდა და გაიმართა საწარმოს Facebook გვერდი, შეიქმნა პოსტერები საწარმოს სხვადასხვა მომსახურების თემატიკაზე. ასევე, შეიქმნა ერთთვიანი საკომუნიკაციო გეგმა და შესაბამისი შინაარსის პოსტები გვერდზე განსათავსებლად. ორგანიზაციის ვებგვერდი.

  • ჯი პი აი ჰოლდინგი

    სადაზღვევო კომპანიამ "ჯი პი აი ჰოლდიგმა" პრო ბონოდ იმუშავა ასოციაციის ლოგოზე და Facebook გვერდზე. კერძოდ: შეიქმნა ლოგოტიპი, ორგანიზაციის პროფაილ და ქავერ ფოტოები, დაიხვეწა ასოციაციის გვერდის "About" სექცია, შეიქმნა ერთი თვის განმავლობაში სოციალურ გვერდზე განსათავსებელი სამი პოსტი (ტექსტური და ვიზუალური მასალა) სხვადასხვა თემატიკაზე, ა.შ. ასევე, ორგანიზაციამ მიიღო რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეფექტური პოსტი, ალბომის სექციის ეფექტური მართვა, მესენჯერით კომუნიკაცია, Facebook-ზე მოწონების გაზრდის ეფექტური ხერხები და ა.შ. ორგანიზაციის ვებგვერდი.

  • საკონსულტაციო კომპანია Yellow Flamingo

    საკონსულტაციო კომპანია Yellow Flamingo-მ სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანის" Facebook გვერდზე იმუშავა. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: შეიქმნა ორგანიზაციის პროფაილ და ქავერ ფოტოები, დაიხვეწა "ნუკრიანის" გვერდის "About" სექცია, შეიქმნა ერთი თვის განმავლობაში სოციალურ გვერდზე განსათავსებელი სამი პოსტი. ასევე, ორგანიზაციამ მიიღო რეკომენდაციები და ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა როგორ შეიქმნას ეფექტური პოსტი, ალბომის სექციის ეფექტური მართვა, მესენჯერით კომუნიკაცია, Facebook-ზე მოწონების გაზრდის ეფექტური ხერხები და ა.შ. ორგანიზაციის ვებგვერდი

ბენეფიციარი ორგანიზაციები:

ღონისძიება გაიმართა ვაკის პარკში მდებარე თბილისის მედიათეკაში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017-2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას.