საუკეთესო მაგალითები - მარათონები
საქართველოს პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი 2023
2023 წლის 6 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით, აბაშიძის ტერმინალის სამუშაო სივრცეში გაიმართა პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი,
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 8 კომპანიის 14 პრო ბონო კონსულტანტის ჩართულობით მომზადდა ოთხი სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეო რგოლები.
მარათონს წინ უძღოდა კომპანიების პრო ბონო კონსულტანტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი მოსამზადებელი შეხვედრები, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სამუშაო ეტაპს: მასალის დამუშავებას, ვიდეოს კონცეფციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურის და ძირითადი მესიჯების ფორმულირებას, სცენარის შემუშავებასა და ვიზუალური სტილის განსაზღვრას.
მომზადებული მასალის საფუძველზე, მარათონის დღეს მომზადდა ვიდეორგოლები, რომელთა პრეზენტაციაც ღონისძიების ბოლოს გაიმართა.
მარათონის მონაწილე ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაციები და პრო ბონო კომპანიები:
სამოქალაქო ორგანიზაცია: “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, თბილისი;
პრო ბონო კომპანიები: “თეგეტა ჰოლდინგი” ; სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ; ციფრული ხედვის აკადემია
მარათონის ფარგლებში შექმნილი ვიდეო: https://bit.ly/491fE5N
სამოქალაქო ორგანიზაცია: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, გურია;
პრო ბონო კომპანიები: საერთაშორისო სარეკლამო კომპანია/სააგენტო „სააჩი&სააჩი“
მარათონის ფარგლებში შექმნილი ვიდეო: https://bit.ly/45U5Yrn
სამოქალაქო ორგანიზაცია - “ორიონი”, იმერეთი;
პრო ბონო კომპანიები - გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ ; სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; ციფრული ხედვის აკადემია;
მარათონის ფარგლებში შექმნილი ვიდეო: https://bit.ly/48ZjYTi
სამოქალაქო ორგანიზაცია - “კომლი”, შიდა ქართლი.
პრო ბონო კომპანია - „თიბისი“ ბანკი , ვიდეოგრაფი - სანდრო შარაშიძე.
მარათონის ფარგლებში შექმნილი ვიდეო: https://bit.ly/3S7eBLL
მარათონი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.