საუკეთესო მაგალითები   -  მარათონები

პრო ბონო მარათონი 2024

17 აპრილს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ რიგით მეექვსე პრო ბონო მარათონი გაიმართა.

მარათონის ფარგლებში, 9 კომპანიის 30-ზე მეტმა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციას საკომუნიკაციო კამპანია დაუგეგმა.

მარათონს წინ უძღოდა კომპანიების პრო ბონო კონსულტანტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი მოსამზადებელი შეხვედრები, რომელიც მოიცავდა სამუშაო ეტაპებსს პროცესის დაგეგმვიდან - სრული მასალის მომზადებამდე.

მარათონის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა:

პრო ბონო მარათონსა და მოსამზადებელ სამუშაო შეხვედრებს ფასილიტაცია გაუწია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიმა“, რომელმაც 2015 წელს დააფუძნა საქართველოს პრო ბონო ქსელი და კოორდინაციას უწევს მის მუშაობას.

„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

მარათონი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.