საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს

პრო ბონო კომპანია: ეიპიემ ტერმინალს ფოთი

ბენეფიციარი: „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“

26-10-2023/15-11-2023

ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)

სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.

მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.

მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: თანასწორობის საკვირაო სკოლა, ქალაქ ზესტაფონში ახალგაზრდების მიერ შეიქმნა, მათი აზრით თანატოლების დიდი ნაწილი ინდიფერენტულია თემის პრობლემების მიმართ, არ ერთვება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აქვთ სტერეოტიპული დამოკიდებულებები სხვადასხვა სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა ჯგუფების მიმართ. საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით თუნდაც მოკლე პროექტი ან საქმიანობა, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი შესაძლოა იყოს.

ზესტაფონელი ახალგაზრდების მიერ განხორციელებული პროექტი „თანასწორობის საკვირაო სკოლა“ სულ რაღაც ერთი თვე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლემ, რამდენიმე მშობელმა და პედაგოგმა მიიღო. შეხვედრების დროს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე იყო საუბარი, როგორიც არის: გენდერული თანასწორობა, გენდერი და პროფესია, ადრეული ქორწინება, ბავშვთა უფლებების დარღვევა და საზიანო „ტრადიციული“ პრაქტიკა, ადვოკატირება და სამოქალაქო აქტივიზმი.

საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, თანასწორობის საკვირაო სკოლა, კიდევ ერთი სასიკეთო გამოცდილებაა, რომელმაც ახალგაზრდებს მისცა გაცილებით მეტი თავდაჯერება და მოტივაცია, რომ თავიანთი განათლება და გამოცდილება მოახმარონ ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების დაძლევას.