საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო მხარდაჭერა სათემო აქტივისტებს
პრო ბონო კომპანია - მიკრო საფინანსო კომპანია ემბისი,
ბენეფიციარი - „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“
26-10-2023/15-11-2023
ოქტომბერსა და ნოემბერის თვეში პრო ბონო მედიაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც ექვს ბიზნეს კომპანიასა და ექვს სამოქალაქო აქტივისტს აერთიანებდა. მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. კონკურსი ყოველწლიური ღონისძიების, „სათემო ლიდერთა ფორუმი“-ს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც 2015 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მართავს (იხ. მეტი აქ)
სამოქალაქო აქტივისტები, დამსწრე საზოგადოების წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. პრო ბონო ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლები კი დაეხმარნენ საინტერესო აქცენტების გამოყოფასა და პრეზენტაციების ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში.
მედიაციის პროცესში, პრო ბონოდ ჩართული იყო ექვსი კომპანია: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, APM ტერმინალი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემბისი და თეგეტა ჰოლდინგი.
მოკლე ინფორმაცისა და პროექტის შესახებ: სოფელ მარტყოფში, სადაც არ არსებობდა რაიმე ახალგაზრდული სივრცე და სამოქალაქო ორგანიზაცია, მოტივირებული ახალგაზრდების ჯგუფმა გადაწყვიტა ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნება. თავიდან საქმიანობა დაიწყეს შეხვედრებისსივრცის გარეშე,კარგ ამინდებში პარკებში იკრიბებოდნენ, ხოლო ზამთარში - კულტურის სახლში, ხანაც სკოლის შენობაში, როგორც მოუხერხდებოდათ.
მთავარი გამოწვევა მოხალისეებისთვის მუდმივი შეხვედრების სივრცის ქონა იყო.
მუნიციპალიტეტთან ერთწლიანი დიალოგის შემდეგ საინიციატივო ჯგუფს გადაეცა ერთი ოთახი ყოფილი საბჭოს ანუ ადმინისტრაციის შენობაში, რის შემდეგაც სივრცის მოწყობის, აღჭურვის და გამოცოცხლების მუშაობა დაიწყო.
ახალგაზრდული ცენტრის ოთახით სარგებლობა თემის ყველა წევრს შეუძლია, სწორედ
სივრცის მოწყობამ მისცა სტიმული და დასაბამი ახალ პროექტებსა და ტრენინგების ციკლს, ადვოკატირების კამპანიას: “ერთად გადავარჩინოთ მარტყოფის მდინარე”;
მომავალ ლიდერთა კლუბს და ლიდერთა ლაბორატორიას, რომელშიც სხვადასხვა
ასაკობრივი ჯგუფები არიან ჩართული.
ახალგაზრდული სივრცის საქმიანობის შენარჩუნება ხდება ე.წ. “გრასრუთინგით“, ანუ ის
ახალგაზრდები ვინც ვითარდებიან და არაფორმალური განათლების გზით იძენენ სხვადასხვა კომპეტენციებს, შემდეგ საკუთარ ცოდნას და გამოცდილეაბს, უმცროსი თაობის წარმომადგენლებს გადასცემენ. მაგალითად, 16-17 წლის ლიდერების ფასილიტაციით, 12-13 წლის ახალგაზრდები გეგმავენ ფილმის ჩვენებებს; დასუფთავების აქციებს; ნარჩენების სეპარირებას და სხვა ტიპის საქმიანობებს.
„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“- ჟიურის რჩეული გახდა