საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო მასტერკლასი თემაზე: სოციალური მედიის მართვა და პრესრელიზის შედგენა, 2018 წელი

პრო ბონო კომპანია: საკონსულტაციო კომპანია ProFit Lab

ბენეფიციარები: ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სოციალური საწარმო

მასტერკლასს ესწრებოდნენ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი ათი რეგიონალური ჰაბის (საზოგადოებრივი ორგანიზაციის და სოციალური საწარმოს) წარმომადგენლები. რეგიონალური ჰაბების მიზანს წარმოადგენს რეგიონალურ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ხელშეწყობა. შემდეგი რეგიონალური ჰაბები და სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ პრო ბონო მასტერკლასს: ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი), LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (იმერეთი), კახეთი რეგიონალური ჰაბი (კახეთი), საზოგადოებრივი ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისთვის" (მცხეთა-მთიანეთი), ასოციაცია "ათინათი" (სამეგრელო-ზემო სვანეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" (აჭარა), გორის საინფორმაციო ცენტრი (შიდა ქართლი), დემოკრატ მესხთა კავშირი (სამცხე-ჯავახეთი), ფონდი "აფხაზიინტერკონტი" (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (ქვემო ქართლი).

საჭიროების აღწერა:

რეგიონალური ჰაბებთან ჩატარებული საჭიროებების კვლევის (ინტერვიუს ფორმატი) შედეგად გამოვლინდა სოციალური მედიის მართვა და პრეს რელიზის შედგენის საჭიროება და პრო ბონო ქსელის წევრმა საკონსულტაციო კომპანიამ ProFit lab-მა გამოთქვა სურვილი პრო ბონოდ ჩაეტარებინა მასტერკლასი ზემოთ აღნიშნულ თემაზე.

ჩატარებული სამუშაო:

პრო ბონო მასტერკლასის ფარგლებში, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ დღიანი მასტერკლასი, რომელსაც ესწრებოდა 10 რეგიონალური ჰაბის წარმომადგენელი. მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • სოციალური მედიის მართვა;
  • პრესრელიზის შედგენა;

პრო ბონო მასტერკლასს წარუძღვნენ კომპანია ProFit Lab-ის დამფუძნებელი მარიკა მჭედლიძე და მარკეტინგის მენეჯერი ანა ვასილცევი.

მედიატორი:

პრო ბონო მასტერკლასი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.