საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: პროფიტ ლაბი
ბენეფიციარი: გუმბათი
საჭიროების აღწერა:
2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.
აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; კრისტალი ბია; ჯი პი აი ჰოლდინგი; თი ბი სი ბანკი; GEC ქონსალთინგი და პროფიტ ლაბი.
პროფიტ ლაბმა პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმო „გუმბათს“.
ჩატარებული სამუშაო:
მენტორობის ფარგლებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგელი-მარიკა მჭედლიძე სოციალურ საწარმოს დაეხმარა კორპორატიული (სასპონსორო) შეთავაზების მომზადებაში. კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა ის ბიზნეს კომპანიები თუ ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური საწარმოს პოტენციურ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ და მასზე დაყრდნობით შეიქმნა საკომუნიკაციო ტექსტები.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციების შედეგად, მომზადდა ბიზნესებთან საკომუნიკაციო კორპორაციული შეთავაზება.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.