საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: ციფრული სააგენტო "ქუიქი"

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "მეღვინეობა თემი"

მეღვინეობა "თემი" არის სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო. თემმა, როგორც ორგანიზაციამ აქტივობები 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღესდღეობით აქ სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. თემი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს მისი სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად.

სოციალურ საწარმო ტრადიციული ქართული ჯიშის ყურძნიდან რქაწითელი და საფერავი, აწარმოებს მაღალი ხარისხის ქვევრის ორგანულ ღვინოებს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, თავისი ხარისხის გამო "თემის" ღვინო აღიარებულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ღვინის ექსპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ნორვეგიასა და იაპონიაში. 2014 და 2015 წლების ღვინისა და სპირტის გამოფენაზე „WinExpo Georgia”, მეღვინეობის რქაწითელი დაჯილდოვდა ოქროს მედლით და 2013 და 2018 წლებში მან ვერცხლის მედლები მოიპოვა.

საჭიროების აღწერა:

მეღვინოება "თემი" 2011 წლიდან აწარმოებს ღვინოს. დასაწყისში ბიო ღვინო საქართველოში ახალი ხილი იყო და ცნობადობა მალე მოიპოვეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბიო ღვინოს ბაზარიც გაიზარდა, სხვა მოთამაშეებიც გაჩნდნენ და მეღვინოებამ ვერ მოახერხა ცნობადობის შენარჩუნება. შესაბამისად, საწარმოს გაყიდვებიც შემცირდა და ბოლო წლები, კლების ტენდეციით ხასიათდებოდა. პლიუს, ამას დაემატა პანდემიის პერიოდი, რომლის დროსაც გაყიდვები ფაქტიურად შეჩერდა.

ჩატარებული სამუშაო:

გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, პრო ბონო კონსულტაციაში ჩაერთო ციფრული სააგენტო "ქუიქი". დასაწყისში, ჩატარდა შეხვედრა სააგენტოსა და სოციალურ საწარმოს შორის. "თემის" წამომადგენლებმა საწარმოს საქმიანობის შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაცია. შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა კონსულტაციის მიზანი და გეგმა.

სააგენტომ შეისწავლა საწარმოს ციფრული არხები და შექმნა საკომუნიკაციო სტრატეგია.

მეორე შეხვედრაზე, "ქუიქის" წარმომადგენლმა წარმოადგინა საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია და საწარმოსთან ერთად განიხილა სტრატეგიის დეტალები და განსახორციელებელი საქმიანობები.

ასევე, სააგენტომ იმუშავა საკომუნიკაციო სტრატეგიის ბიუჯეტზე, სადაც საწარმო გამოიყენებს სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

  • სოციალური საწარმო "თემის" საკომუნიკაციო სტრატეგია;
  • სოციალური საწარმო "თემის" საკომუნიკაციო სტრატეგიის ბიუჯეტი;

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.