საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

როგორ მოვყვეთ ამბავი ჩვენზე

27.09.2024

კომპანია: EPAM Georgia

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაციები

სამოქალაქო ორგანიზაციის შესახებ:

სამოქალაქო ორგანიზაცია არის არაკომერციული, არასამთავრობო გაერთიანება, რომელიც მოქალაქეების მიერ ნებაყოფლობით არის შექმნილი საერთო ინტერესების, მიზნებისა და ღირებულებების გარშემო. ეს ორგანიზაციები მუშაობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა და სხვა. ისინი მოქმედებენ მოგებაზე ორიენტაციის გარეშე და ხშირად წარმოადგენენ ხიდს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.

საჭიროების აღწერა:

პრეზენტაციისთვის მზადების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ჩნდება კითხვები: "ვაითუ არ მოეწონოთ?", "ვაითუ ვერ მოვახერხო ყველაფრის თქმა?", "როგორ დავარწმუნო აუდიტორია?" ან "როგორ გადმოვცე მთავარი სათქმელი?". განსაკუთრებით რთულია საკუთარი თავის, ორგანიზაციისა და საქმიანობის შესახებ ისე მოყოლა, რომ მსმენელისთვის საინტერესო იყოს. ხშირად გამოწვევაა იმის განსაზღვრა, საიდან დავიწყოთ და რა მიმართულებით წავიყვანოთ საუბარი. ასევე ხშირია სურვილი, ერთ პრეზენტაციაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოქცევისა.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 27 სექტემბერს, პრო ბონო აქტივობის ფარგლებში, EPAM Georgia-ს წარმომადგენელმა ნინო ბიგვავამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა. სემინარის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ეფექტური პრეზენტაციის მომზადების სქემებისა და მეთოდების გაცნობა. რომელსაც სამოქალაქო სექტორის 19 წარმომადგენელი დაესწრო. ჯამში ნინო ბიგვავამ სემინარის ჩატარებას 6 პრო ბონო საათი დაუთმო.

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.