საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი Ms Office ექსელის შესახებ, 14 ოქტომბერი, 2021 წელი
პრო ბონო კომპანია: არესემ საქართველო
ბენეფიციარი: სათემო ორგანიზაციები
სათემო ორგანიზაციები ეს გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.
საჭიროების აღწერა:
სათემო ორგანიზაციები წარმოადგენენ საზოგადოებრივ ორგანიზაცებს, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ პროექტებს. ორგანიზაციები ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით მონაწილეობენ საგარნტო კონკურსებში. საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა მოითხოვს პროექტის იდეისთვის ბიუჯეტის შედგენას. ბიუჯეტის შედგენა კი გულისხმობს ექსელის პროგრამის ცოდნას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ შესაბამისი კურსები, მიიღონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა აღნიშნული მიმართულებით.
გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე, დაიგეგმა პრო ბონო ვებინარი Ms Office ექსელის შესახებ.
ჩატარებული სამუშაო:
2021 წლის 14 ოქტომბერს, "არესემ საქართველომ" ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის თემაზე Ms Office ექსელის შესახებ. პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა "არესემ საქართველოს" წარმომადგენელი ნიკოლოზ ანთაძე.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ექსელის სხვადასხვა ინსტუმენტების, ფუნქციების და ფორმულების შესახებ.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო ვებინარი თემაზე Ms Office ექსელი.
მედიატორი:
პრო ბონო ვებინარს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.