საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

საქართველოს ბანკის პრო ბონო პროექტი Techgogo-სთან

პრო ბონო კომპანია: საქართველოს ბანკი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო ტექგოგო (TechGoGo)

13.8.2023 / 6.12.2023

ორგანიზაციის შესახებ: „ტექგოგო“ სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. „ტექგოგო“ აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს, რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

სოც.საწარმო ხელს უწყობს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის ციფრული განათლების ხელმისაწვდომობას, გამოცდილების მიღებას, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციებისთვის ციფრული სერვისების უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე საწარმოში უკვე 12 ქალი/გოგონა სწავლობს. მათ 6 თვის განმავლობაში მენტორები გადაამზადებენ გრაფიკული დიზიანის/UX, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის მონაწილეები მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ადრეულ ქორწინებაზე, ისწავლეს ქართული ენა და განათლების მიღებას აგრძელებენ.


საჭიროების აღწერა: სოციალურ საწარმოს აქვს ბიზნეს გეგმა, სერვისების ჩამონათვალი, მაგრამ საჭიროებდა დახმარებას ორგანიზაციული სტრუქტურის, სერვისების სწორად ორგანიზების და სახელფასო პოლიტიკის შექმნის კუთხით.


ჩატარებული სამუშაო: ერთობლივი შეხვედრების დროს განისაზღვრა ციფრული სააგენტოს საჭიროებები, მის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრები ტარდებოდა პირისპირ, საქართველოს ბანკის ოფისში და მასში ჩართული იყო ბანკის HR დეპარტამენტის წარმომადგენლები. ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნულ პროექტის ფარგლებში 12 პრო ბონო საათი დაიხარჯა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი: შემუშავდა რეკომენდაციები ორგანიზაციული სტრუქტურისა და სახელფასო პოლიტიკის შესახებ.

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.