საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვა თეგეტა ჰოლდინგთან ერთად

პრო ბონო კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაციები

06.08.2024


საჭიროების აღწერა:

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ გამოწვევებს უქმნის სათემო ორგანიზაციებს. თავად ტექნოლოგიების სფეროს სწრაფი განვითარება ყოველდღიურად ცვლის სამუშაო პროცესს, რომელიც მათი ცოდნის შემთხვევაში პოზიტიურად აისახება ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობაზე. სათემო და რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ხშირად რთულია ფეხი აუწყონ ამ სიახლეებს, რადგან შეზღუდულია ცოდნა და ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე.

ჩატარებული სამუშაო:

2024 წლის, 6 აგვისტოს თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ პრო ბონოდ სემინარი გამართა სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებისთვის. სემინარის თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში.


პრო ბონო მედიაციის შედეგი:

სემინარი 2 საათი გრძელდებოდა და მას სამოქალაქო ორგანიზაციების 12 წარმომადგენლი დაესწრო. სემინარს უძღვებოდა მარიამ მაისურაძე, რომელმაც პრო ბონო საქმიანობას ჯამში 6 საათი დაუთმო. შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა ონლაინ პროგრამები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს სამუშაო პროცესის გამარტივებასა და ეფექტურობის გაზრდაში, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების პირობებში.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.