საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია საკონკურსო პრეზენტაციის მომზადებაში

პრო ბონო კომპანია: თიბისი ბანკი

ბენეფიციარი: “ერთად ბედიანის ახალგაზრდებისთვის” - ლაზარე კომახიძე, ბედიანის მეკლდეურთა კლუბი, ქვემო ქართლი

საჭიროების აღწერა:

2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პრო ბონო პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციების მომზადებაში დახმარებას. პრეზენტაციები აქტივისტებს უნდა წარედგინათ სათემო ლიდერთა ფორუმზე არსებულ კონკურსში - „საუკეთესო სათემო ინიციატივა 2020-2021 წელი“

პროცესში ჩაერთო 5 ბიზნეს კომპანია, 4 პრო ბონო ქსელის წარმომადგენელი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და კრისტალი, ასევე ქსელის მეგობარი კომპანია „ალდაგი“

მოკლედ ინიციატივის შესახებ: ბედიანი ქვემო ქართლში მდებარე, ეთნიკურად მრავალფეროვანი დასახლებაა. პირველი საცოცი კედელი covid-19 პანდემიის დროს, ლაზარე კომახიძემ საკუთარ ეზოში, თავისი შვილებისთვის გააკეთა, რომელიც მალე გახდა პოპულარული გასართობი ბედიანში მცხოვრები ბავშვებისთვის. დიდი ინტერესის გამო ლაზარემ და მისამ თანამოაზრეებმა ახალი უფრო დიდი კედლის აშენება გადაწყვიტეს. ადგილობრივმა თვითმართველობამ საინიციატივო ჯგუფს ძველი შენობა გადასცა, ხოლო კედლისთვის საჭირო მასალა “ორბელიანი მეტის” პლატფორმის და სახალხო დაფინანსების მეშვეობით შეიძინეს. მოხალისეებმა საცოცი კედელი, ძველ შენობაში თავიანთი ძალებით გააკეთეს და ბედიანში მეკლდეურთა კლუბი დააფუძნეს.

ჩატარებული სამუშაო:

პრო ბონო პროექტი ოქტომბერში დაიწყო. თიბისი ბანკის წარმომადგენელი ალექსანდრე მაყაშვილი და ლაზარე კომახიძე ერთობლივი მუშაობას ხუთი შეხვედრა და 5 საათი მოანდომა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა შინაარსობრივი ჩარჩო და ვიზუალური პრეზენტაცია.

9 ნოემბერს, გამართულ ღონისძიებაზე, ლაზარე კომახიზე სოცილაური საწარმო „მირაბალდების“ რჩეული გახდა და საჩუქრად გადაეცა პირველი მთასვლელი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის პორტრეტი, ასევე CSRDG-გან 500 ლარი და სიმბოლური საჩუქრები.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.