საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი

ბენეფიციარი: სათემო და რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები

სათემო ორგანიზაციები გახლავთ მცირე ზომის ორგანიზაციები ან არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი, დაბა) ემსახურებიან ან ამ თემის მაცხოვრებელთა ინტერესებზე ზრუნავენ.

საჭიროების აღწერა:

ტექნოლოგიების სფეროს სწრაფი განვითარება, ყოველდღიურად ცვლის იმ შესაძლებლობებს და ინსტრუმენტების გამოყენების წესს და ტექნიკას, რომელსაც ციფრული სამყარო კომუნიკაციების მიმართულებით გვთავაზობს. სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ხშირად ასეთი ტიპის სიახლეები ხელმისაწვდომი არ არის.

განხორციელებული სამუშაოები:

25-26 იანვარს, თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომლები პრო ბონო საწყისებზე ტრენინგის - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“ მსვლელობაში ჩაერთნენ და სოციალური მედიის შინაარსობრივი და სოციალური მედიის ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებით 6 საათიანი პროგრამა მოამზადეს.

კომპანიის მხრიდან პრო ბონოდ 2 თანამშრომელი იყო ჩართული - სოციალური მედიის განყოფილების უფროსი - მაიტო გულისაშვილი და საბა ჩაჩუა. საერთო ჯამში კომპანიამ 34 პრო ბონო საათი დახარჯა.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

ტრენინგს, 14 სამოქალაქო ორგანიზაციისთვის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონიდან. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებს.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.