საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

ვებინარი ხელოვნური ინტელექტის შესახებ

04.03.2023

პრო ბონო კომპანია - ქლევერტონი

ბენეფიციარი ორგანიზაციები: სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები

საჭიროების აღწერა:

დღეს კაცობრიობა ახალი გამოწვევის წინაშეა, რასაც ხელოვნური ინტელექტი ჰქვია. რომლის შესახებაც ცოდნა მცირეა, შიში დიდი, მოლოდინი ბუნდოვანი. მსგავსი თემების გარშემო ცოდნის გავრცელება და მათზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

განხორციელებული სამუშაოები:

4 აპრილს ქლევერტონის წარმომადგენლი, ლუკა ვარდოსანიძე ხელოვნური ინტელექტის შესახე გამართულ ვებინარს წარუძღვა. ვებინარს ესწრებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომპანიის წარმომადგენლმა 5 პრო ბონო საათი დახარჯა.

მიღებული შედეგი:

შეხვედრაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, სხვადასხვა ხელსაწყოები და მათი გამოყენების გზები.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.