საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

ვორკშოპი კომპიუტერულ პროგრამებში

10.06.2024

კომპანია: hotsale.ge

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო „პოტერია“

ორგანიზაციის შესახებ:

თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო სოციალური საწარმო "პოტერია" ასაქმებს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს კერამიკის წარმოებაში. სოციალური მისია ორმაგად მნიშვნელოვანია ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფის პროფესიულ გადამზადება - დასაქმებასთან ერთად, მოიცავს ასევე ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

საჭიროების აღწერა:

პოტერიას სოციალური მედიის მიმართულებით კონტენტის მოსამზადებლად ონლაინ პლატფორმების ტექნიკური ცოდნა. ესაჭიროებოდა.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 10 ივნისს, სოციალური საწარმო პოტერიისთვის კომპანია hotsale.ge-ს თანამშრომლებმა, ლანა ცხადაძემ და მარიამ მჭედლიშვილმა, პრო ბონო პროექტის ფარგლებში 4 საათიანი ვორკშოპი მოამზადეს. შეხვედრის თემა იყო ონლაინ პროგრამებზე - Canvas და CapCut. პროექტის ფარგლებში კომპანიის მხრიდან 8 საათი დაიხარჯა.

მიღებული შედეგი:

სოციალური საწარმოს სამმა თანამშრომელმა მიიღო ინფორმაცია პროგრამების სამუშაო პროცესში ჩართვის შესახებ.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.