სიახლეები

03/11/2020

პრო ბონო ვებინარი საგრანტო კონკურსების შესახებ

3 ნოემბერს, საკონსულტაციო კომპანიამ ACG ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისთვის. პრო ბონო ვებინარზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საგრანტო კონკურსებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ვებინარი გაიმართა Zoom პლატფორმის მეშვეობით და 20-მდე მონაწილე ესწრებოდა სხვადახვა რეგიონალური სათემო ორგანიზაციიდან.

კომპანია ACG წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების ფართო არჩევანს, როგორიცაა: აუდიტორული მომსახურება, საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო რისკების შემცირება, ბიზნეს კონსულტაცია, ქონების შეფასება და ა.შ. კომპანია ACG Consulting-ი პრო ბონო ქსელის წვერია 2019 წლიდან.

ვებინარი ტარდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ერვოკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.