სიახლეები

05/10/2022

ACT -ის პრო ბონო კონსულტაცია

2022 წლის სექტემბერში, გლობალურმა კვლევითმა და მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია, ACT -იმ დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” დონაციის პლატფორმის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას.

29 სექტემბერს ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლებმა, ეისითის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საკომუნიკაციო გეგმის შედგენისა და დაგეგმვის ეტაპებზე. კონსულტაციის ფარგლებში, ერთობლივად გაკეთდა დონაციის პლატფორმის სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზი, რის შემდეგაც, სტრატეგიის შემუშავების მიზნით, დაიგეგმა კიდევ ერთი პრო ბონო კონსულტაცია.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.