სიახლეები
10/03/2023
ACT -ის პრო ბონო კონსულტაცია
2023 წლის, 7 მარტს დაიწყო კვლევითი კომპანია ეისითისა და სოციალური საწარმო ორბის ბუდეს საკონსულტაციო შეხვედრები. პრო ბონო კონსულტაციების მიზანია საწარმოსთვის ვებ-გვერდის სტრუქტურის, დიზაინისა და დამკვეთისთვის ტექნიკური დავალების მომზადება. საკონსულტაციო პროცესში პრო ბონოდ ჩართულია კომპანიის მარკეტინგის ჯგუფის წევრი, ანა ყატაშვილი.
ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს და მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.