სიახლეები

17/03/2023

APM ტერმინალის პრო ბონო კონსულტაცია

2023 წლის 9 მარტს, APM ტერმინალისა და სამოქალაქო ორგანიზაცია - „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ პრო ბონო კონსულტაცია დაიწყო, რომლის მიზანიც სამოქალაქო ორგანიზაციის არსებული ვებ-გვერდის დიაგნოსტირება და რეკომენდაციების შემუშავებაა. კომპანიის მხრიდან საკონსულტაციო პროცესში ჩართულია კომუნიკაციებისა და CSR პარტნიორი ეთუნა ცოტნიაშვილი.

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 2021 წლიდან კი წარმოადგენს რეგიონის ჰაბს. მისი მისიაა: საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.