სიახლეები

02/03/2021

BGI Legal-ის იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია

2020 წლის მარტში BGI Legal-სა და სოციალურ საწარმო "გუმბათს" შორის დაიწყო იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია. კონსულტაცია მიმდინარეობს უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრირების საკითხზე. კერძოდ, სოციალური საწარმო "გუმბათის" საოფისე ფართი საჯარო რეესტრში საჭიროებს დარეგისტრირებას სოციალური საწარმოს სახელზე. იმისათვის, რომ საწარმომ აღნიშნული ფართი დაირეგისტრიროს საკუთრებაში, სჭირდება იურიდიული კონსულტაცია და რეკომენდაციები, რათა აირჩიონ ყველაზე ეფექტური გზა პრობლემის გადასაჭრელად. სწორედ ამ მიზნით, BGI Legal-ის პროფესიონალების გუნდი ჩაერთო იურიდიულ კონსულტაციაში.

BGI Legal წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმას საქართველოში, რომელიც საქართველოს იურიდიულ ბაზარზე მუშოაბს 16 წელზე მეტია და თავის კლიენტებს - ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებს სთავაზობს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს.

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია გაიმართა საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის მხარდაჭერით (სიფა). სიფა საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.