სიახლეები

28/04/2022

BGI Legal-ის იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია

2022 წლის აპრილში დაიწყო BGI Legal-ის იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია საინიციატივო ჯგუფისთვის - "Dopomoga Ukraini - უკრაინისთვის".

"Dopomoga Ukraini" არის მოხალისეთა ჯგუფის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის მიზანია შეკრიბოს და ერთ სივრცეში განათავსოს ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

კონსულტაციის ფარგლებში BGI Legal-ის იურისტთა ჯგუფი გასცემს კომპეტენტურ პასუხებს უკრაინელი მოქალაქეებისთვის საინტერესო კითხვებისგან შემდგარ კითხვარს საქართველოში ლეგალურად ცხოვრების, დასაქმების და მსგავს საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.