სიახლეები
26/10/2021
გლობალური პრო ბონო კვირეული დაიწყო
ყოველ წელს, ოქტომბრის ბოლო კვირას, გლობალურად აღინიშნება პრო ბონო კვირეული, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პრო ბონოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მის პოპულარიზაციას.
წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.
გლობალური პრო ბონო კვირეულის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://globalprobonoweek.com/.
პრო ბონო საქმიანობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარლგებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.