სიახლეები
13/10/2020
გლობალური პრო ბონო სამიტი ჩატარდა
2020 წლის 13-15 ოქტომბერს, გაიმართა გლობალური პრო ბონო სამიტი. კოვიდ-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს გლობალური პრო ბონო სამიტი ჩატარდა ონლაინ ფორმატში. აღნიშნული პრო ბონო მარათონი ორგანიზებული იყო გლობალური პრო ბონო ქსელის წევრი, ფრანგული ორგანიზაციის - Pro Bono Lab-ის მიერ.
300-ზე მეტი მონაწილე და 40-ზეტი მეტი სპიკერი იყო წარმოდგენილი სამიტზე. სამიტი გაგრძელდა 3 დღის განმავლობაში და ყოველდღიურად, 10-ზე მეტი საათიანი დისკუსია იმართებოდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პრო ბონოს განვითარება და მისი ზეგავლენის გაზრდა.