სიახლეები
10/06/2024
Hotsale.ge-ს პირველი პრო ბონო პროექტი
კომპანია Hotsale.ge პრო ბონო ქსელს 2024 წელს შემოუერთდა და პრო ბონო მარათონში მონაწილეობის შემდეგ მათი პირველი პროექტი სოციალურ საწარმო პოტერიასთან განახორციელა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ სოციალურ საწარმოზე მორგებული 4 საათიანი ვორკშოპი მოამზადა ონლაინ პროგრამებზე - Canva და CupCut.
თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო სოციალური საწარმო "პოტერია" ასაქმებს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს კერამიკის წარმოებაში. სოციალური მისია ორმაგად მნიშვნელოვანია ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფის პროფესიულ გადამზადება - დასაქმებასთან ერთად, მოიცავს ასევე ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.