სიახლეები

11/05/2022

იუაი საქართველოს პრო ბონო ქსელს შემოუერთდა

2022 წლის მაისში, პრო ბონო ქსელს შემოუერთდა აუდიტორული კომპანია იუაი.

"იუაი" წარმოადგენს მსოფლიო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთს. კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში და წარმოადგენს ლიდერს სადაზღვევო, საგადასახადო, აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებში.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.