სიახლეები

23/04/2021

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია

2021 წლის 23 აპრილს, ჩატარდა პრო ბონო კონსულტაცია თემაზე: საავტორო უფლებები და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. პრო ბონო კონსულტაცია ჩატარდა სოციალური საწარმო "ბაბალესთვის". კონსულტაციაში ჩართული იყო იურიდიული კომპანია - Grata International Geogia (კორძახია ჟღენტი). გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ საწარმო აქტიურად იყენებს ცნობილი არტისტების ნამუშევრებს და ასევე, აქვს მისი ბენეფიციარების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები, სჭირდებოდა იურიდიული კონსულტაცია საავტორო უფლებებზე.

იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია გაიმართა საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის მხარდაჭერით (სიფა). სიფა საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.