სიახლეები
21/09/2021
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია
2021 წლის 21 სექტემბერს იურიდიული კომპანია BLB-იმ დაიწყო იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია სოციალური საწარმო "გუმბათისთვის". პრო ბონო კონსულტაციის მიზანია სოციალურ საწარმოს უკვე არსებული ან ახალი იურიდიული დოკუმენტებზე მუშაობა, კერძოდ: საწარმოს წესდება, მოსახურების ხელშეკრულება, შრომის ხელშეკრულება, ა.შ.
იურიდიული პრო ბონო კონსულტაცია იმართება საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის მხარდაჭერით (სიფა). სიფა საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.