სიახლეები
15/07/2020
პრო ბონო მასტერკლასი ბაღჩეული კულტურის შესახებ
22, 28 ივლისს ჩატარდა პრო ბონო ვებინარი თემაზე: ბოსტნეული კულტურის მოყვანასთან დაკავშირებული საკითხებზე. ვებინარი ჩატარდა კომპანია კრისტალის და კარტლისის თანამშრომლობით. ვებინარზე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობები, ნიადაგის გამოკვება, ლაბორატორიული ანალიზი, ბაღჩეულის კულტურა. ვებინარს ესწრებოდნენ ხარაგაულის რაიონში მცხოვრები ფერმერების და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
კომპანიების თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი მასტერკლასის ჩატარება ადგილზე.
პრო ბონო მასტერკლასი ტარდება პროეექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.