სიახლეები

20/07/2023

კრედო ბანკის პრო ბონო კონსულტაცია

2023 წლის 13 ივლის, კრედო ბანკისა და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო ორგანიზაციას კრედო ბანკი დაეხმარება ახალი ფასიანი სერვისების დახვეწასა და დანერგვაში.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც კახეთში, კერძოდ თელავში მდებარეობს. ორგანიზაცია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

2021 წელს პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი (ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს 3 რეგიონში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შექმნა). ცენტრი ნებისმიერ ადამიანს 16 წელს ზემოთ სთავაზობს ინდივიდუალურ კარიერის კონსულტირებას და ტრენინგებს - მეწარმეობის, დასაქმების და ფრილანსერობის მსურველებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას სურს გააგრძელოს ცენტრის საქმიანობა და ახალი ფასიანი სერვისები დაამატოს. პრო ბონო საჭიროება სადაც კრედო ბანკის თანამშრომლები მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვებიან შემდეგია, წინა საჭიროების მოკვლევა, არსებული პროდუქტების განვითარებასა და დახვეწაში დახმარება, შემუშავებული სერვისების მარკეტინგული გეგმის შემუშავება.

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.