სიახლეები
20/02/2024
ლივინგსტონი დედიკოსთვის რებრენდინგს გააკეთებს
თებერვლის თვიდან კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი პრო ბონო პროექტს სოციალურ საწარმო 'დედიკოსთან' ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საწარმოსთვის სრული რებრენდინგია დაგეგმილი.
სოციალური საწარმო „დედიკო“ ფონდი კონსტანტას პროექტია, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო და მარტოხელა დედების მხარდაჭერისკენაა მიმართული. „დედიკოს“ სოციალური მისიაა საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის.“ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.