სიახლეები
25/10/2021
MBC-ის ახალი პრო ბონო პროგრამა
2021 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" პრო ბონო კონსულტაცია სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისთვის. კონსულტაცია ტარდება MBC-ის ახალი Pro Bono პროგრამის - "Mama Bono" ფარგლებში. ეს არის პრო ბონო სერვისის ინოვაციური ფორმა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედებისთვის. ეს ფორმატი პილოტირებულია გლობალური პრო ბონო ქსელის წევრი იაპონური ორგანიზაციის მიერ.
პარტნიორი იაპონური ორგანიზაციის გამოცდილების საფუძველზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და MBC-მ თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთობლივად დაიწყეს საპილოტე პროექტი Mama Bono-ს განხორციელება საქართველოში.
პრო ბონო ტრენინგი ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.
2021 წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.