სიახლეები
25/04/2023
MBC - ის პრო ბონო კონსულტაცია
2023 წლის 25 აპრილს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სიმ" პრო ბონოდ კიდევ ერთი აქტივობა დაიწყო, რომლის მიზანია სოციალური საწარმო „ღია სივრცის“ ბრენდინგი.
„ღია სივრცე“ ოზურგეთში ახლად შექმნილი სოციალური საწარმოა, რომლის მისიაა - ორგანიზაციული განვითარება და მდგრადობის ხელშეწყობა ადგილობრივი ახალგაზრდების განათლების, პროფესიული განვითარების, შემეცნების, თვითრეალიზაციის და თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
პირველი ერთობლივი შეხვედრის დროს, ჩართული მხარეების მხრიდან ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო სამუშაო პროცესის დაგეგმვა მოხდა.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.