სიახლეები
19/04/2021
პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში
2021 წლის აპრილში დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია ციფრულ სააგენტოს "ქუიქსა" და სოციალურ საწარმო "თემს" შორის. პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში სააგენტოს მიერ სოციალური საწარმოსთვის მოხდება მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.
"ქუიქი" წარმოადგენს ციფრულ სააგენტოს, რომლის მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ბრენდებისთვის მიზნების მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზის გამონახვა.
სოციალური საწარმო "თემი", რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობების ადამიანებს აერთიანებს, აწარმოებს ბიო ღვინოს, რომელიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის ქვევრის ორგანულ ღვინოებს.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.