სიახლეები
29/07/2024
თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვა
29 ივლისს თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ უფასო სემინარი გამართა სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებისთვის. სემინარის თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა ონლაინ პროგრამები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს სამუშაო პროცესის გამარტივებასა და ეფექტურობის გაზრდაში, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების პირობებში.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.