სიახლეები

19/11/2024

პრო ბონო ფორუმი 2024

19 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში „პრო ბონო" ფორუმი 2024 – „ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში" გაიმართა, რომელსაც კერძო და სამოქალაქო სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებამ თვალნათლივ დაგვანახა, კერძო კომპანიების როლი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრაში.

ფორუმის ფარგლებში, ორგანიზაციამ ქსელის წლის შეჯამება წარადგინა: მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, 23 პროექტში, 29 ბიზნეს კომპანიიდან 54 პროფესიონალი ჩაერთო. ჯამში, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა 848 საათი იმუშავეს პრო ბონოდ და საერთო ძალისხმევით, 82-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია გააძლიერეს.

ღონისძიებაზე, საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: წლის „პრო ბონო ლიდერი" კომპანია თეგეტა ჰოლდინგი გახდა, ხოლო მარიამ გელაშვილი (კომპანია „ჰოთსეილ.გე") „პრო ბონო ჩემპიონის" ტიტულით დაჯილდოვდა.

პრო ბონო სერვისები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თანამედროვე ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. ეს ტენდენცია კი, ქვეყნის მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ფორუმის რამდენიმე აქტივობისგან შედგებოდა:

- პანელური დისკუსია კორპორაციული მოხალისეების მონაწილეობით, სადაც თავად ჰყვებოდნენ პრო ბონო თავგადასავლის შესახებ.

- ბენეფიციარი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის პროექტები, რომელიც მათი სოციალური საწარმოებისთვის წლების განმავლობაში პრო ბონო აქტივობების ფარგლებში განხორციელდა.

- საჯარო ლექცია: Volunesia - მნიშვნელოვანი საქმის კეთების თავისუფლება. სპიკერი: თეონა ბაღათურია.

- ჩატარდა ინტერაქტიული სერია - პრო ბონო მდგრადი განვითარების მიზნებისთვის

პრო ბონო ფორუმი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.