სიახლეები
23/06/2021
პრო ბონო კონსულტაცია საგადასახო საკითხებში
2021 წლის 24 ივნისს დაიწყო პრო ბონო კონსულტაცია საკონსულტაციო კომპანია ACG Consulting-სა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია "Let's Go" შორის. ACG Consulting ჩაერთო შვილების გრძელვადიან პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია ერთი წლის განმავლობაში დაეხმარება ბენეფიციარ ორგანიზაციას გამართოს ბუღალტერული საქმიანობა და მოაწესრიგოს ურთიერთობები შემოსავლების სამსახურთან გადასახადების მიმართულებებით.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.