სიახლეები
13/09/2021
პრო ბონო კონსულტაცია სოციალური მედიის მენეჯმენტში
2021 წლის 13 სექტემბერს დაიწყო გრძელვადიანი პრო ბონო კონსულტაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სისა" და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კავშირი ია" შორის. კონსულტაციის ფარგლებში "ემ ბი სის" მარკეტინგის გუნდი დაეხმარება საზოგადოებრივ ორგანიზაციას შექმნას და გამართოს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე, რათა ორგანიზაციამ ეფექტურად განახორციელოს საკუთარი საქმიანობის კომუნიკაცია.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.