სიახლეები
24/01/2024
საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა
24 იანვარს, საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობების შეჯამება, სამომავლო გეგმების განსაზღვრა, ქსელის წევრებს შორის კომუნიკაცია და მათი წახალისება.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ:
2023 წლის ლიდერი პრო ბონო კომპანია - Credo Bank / კრედო ბანკი
პრო ბონო ჩემპიონი MBC • ემბისი -ის თანამშრომელი მარი პაპუაშვილი (ქსელის წევრი კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტი პრო ბონო საათი იმუშავა).
ქსელის საქმიანობის ფარგლებში უკვე გადაიჭრა 293 სოციალური პრობლემა და ამ პროცესში, პრო ბონო საათებით, ბიზნეს კომპანიების 225 თანამშრომელი ჩაერთო.
საქართველოს პრო ბონო ქსელი საქართველოში მოქმედი, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა. ისინი უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ უწევენ საექსპერტო და საკონსულტაციო დახმარებას სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს. ქსელი ამჟამად 27 კომპანიასა და 2 ასოციაციას აერთიანებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.probonogeorgia.ge
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.