სიახლეები
29/06/2022
პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს
2022 წლის ივნისში, კომპანია GEC Consulting საქართველოს პრო ბონო ქსელს შემოუერთდა.
GEC არის საერთაშორისო ბიზნეს და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციების გაწევა 2010 წლიდან დაიწყო. GEC სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და აქვს წარმომადგენლობა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. GEC-ის მისიაა დავეხმაროთ კლიენტებს საქმიანობის გაუმჯობესების გზების მოძიებაში, პოტენციალისა და ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაში და მდგრადი ორგანიზაციის შექმნაში. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და მივიღოთ მაქსიმალურად შედეგიანი გადაწყვეტილებები პარტნიორებისა და კლიენტების კომპლექსური პროექტების განხორციელებისას.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.