სიახლეები

26/04/2022

პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს

საქართველოს პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს - BDO საქართველო.

BDO-ს საქართველოში ერთერთი გამოკვეთილი ლიდერია აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. BDO-ს პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კლიენტებს მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.