სიახლეები
21/07/2021
პრო ბონო ტრენინგი: სამუშაოს მოძიების უნარები
2021 წლის 20 ივლისს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ემ ბი სი ჩაატარა პრო ბონო ტრენინგი თემაზე: სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები. ტრენინგი ჩაატარა „ემბისის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა - მაგდა ტყეშელაშვილმა. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ასევე, მსმენელებმა შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" პრო ბონო ქსელის წევრია 2018 წლიდან.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.