სიახლეები
24/10/2021
პრო ბონო ტრენინგი: სამუშაოს მოძიების უნარები
2021 წლის 24 ოქტომბერს საკონსულტაციო კომპანიამ PMCG ჩაატარა პრო ბონო ტრენინგი თემაზე: სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები. ტრენინგი ჩაატარა PMCG ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა - ხათუნა გუჯაბიძემ. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ასევე, მსმენელებმა შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
პრო ბონო ტრენინგი ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.
2021 წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია.
"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.