სიახლეები
25/08/2021
პრო ბონო ვებინარი კიბერუსაფრთხოების შესახებ
2021 წლის აგვისტოს, პაშა ბანკმა ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის თემაზე "კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში". პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა პაშა ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა - ზაზა გაბაშვილი.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: პირადი მონაცემების დაცვა, SPAM, ფიშინგი, სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება, ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება, როგორ დავიცვათ თავი კიბერ შეტევისგან, როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ ბანკინგის და ზოგადად საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული თაღლითობისგან?
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.